}

თანამშრომლობის კომფორტული ფორმა

სრული კონტროლი სრულიად უფასოდ

მომხმარებლის პორტალი

მარტივი და სწრაფი გზა თქვენი გზავნილების სამართავად.

მომხმარებლის პორტალის მეშვეობით შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი გზავნილები: როდის, სად და რამდენი გაიგზავნა და ვინ არის უშუალო მიმღები. შეძლებთ თავად შექმნათ გზავნილი, ამობეჭდოთ ელექტრონული ზედდებული და განათავსოთ ფიზიკურ გზავნილზე. გზავნილის შექმნას ამარტივებს მისამართების წიგნი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაარეგისტრიროთ ხშირად გამოყენებადი მისამართები. ასევე შესაძლებელია კურიერის გამოძახება, მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერით.

ერგონომიულად განლაგებული კომპონენტები ინტუიტიურს ხდის პორტალთან მუშაობას. ასევე აღსაღნიშნავია ის ფაქტი რომ პორტალი არ საჭიროებს მომხმარებლის კომპიიუტერზე რაიმე დამატებით ინსტალაციას, წვდომისათვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი.

Customer Portal

სერვისის მახასიათებლები

01.

გზავნილის ძიება

გზავნილების მოძიება ხდება დროის შუალედში, გამგზავნის ან მიმღების მონაცემებით.

02.

გზავნილების სტატისტიკა

სტატისტიკის ნახვა შესაძლებელია როგორც რაოდენობრივ ასევე საბოლოო კოდის ჭრილში.

03.

გზავნილის დამატება

გზავნილის დამატებისას შეგიძლიათ ამობეჭდოთ ელექტრონული ზედნადები და განათავსოთ გზავნილზე.

04.

მონაცემების ექსპორტი

სასურველი პერიოდის გზავნილის მონაცემების ჩამოტვირთვა შესაძლებელია Excel-ის ფორმატში.

05.

დეტალური ისტორია

გეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ გზავნილების სიმრავლეს. პორტალზე შეგიძლიათ ნახოთ გზავნილის დეტალური ისტორია. სტატუსის ფერები ზრდის სწრაფ აღქმადობას.

06.

კურიერის გამოძახება

გამოიძახე კურიერი მარტივად, აირჩიეთ სერვისი და მიუთითეთ მიმღების მონაცემები. გამოძახების შემდგომ, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სტატუსს.

დაინტერესდით,

ჩვენთან თანამშრომლობით?

City Express

სითი ექსპრესი საკურიერო კომპანია, რომელიც იხარჯება თქვენთვის სტაბილური, გარანტირებული და სწრაფი მომსახურების მოსაწოდებლად.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ყოველდღიურად ასობით წერილი და ამანათი მიგვაქვს დანიშნულების ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

გ. ჭოხონელიძის ქ. # 9
0131, თბილისი, საქართველო

+995 32 2 158-158