დაგვირეკეთ +995 32 2 158-158

წესები და პირობები

შ.პ.ს. cityexpress.ge-ს (შემდგომში სისტემა) ვებ გვერდზე (შემდგომში ვებ გვერდი) მომსახურეობის შეკვეთით, თქვენ (შემდგომში მომხმარებელი) ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილ სარგებლობის წესებსა და პირობებს.

ზოგადი ნაწილი

  1. სისტემები უფლებამოსილია ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები პირობებში.
  2. მომხმარებლის მიერ ვებ გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.
  3. მომხმარებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს ან უნდა გააჩნდეს მშობლების ნებართვა ვებ გვერდის გამოყენებაზე;
  4. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განხორციელებულია ვებ გვერდზე მისი სახელით;
  5. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემები);
  6. მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.
  7. სისტემა უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ან წაშალოს მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია (პირადი შეტყობინებების ჩათვლით), რომელიც არღვევს აკრძალვების თავში ჩამოთვლილ პირობებს;
  8. სისტემა უფლებამოსილია წინასწარ არ შეატყობინოს მომხმარებელს ვებ გვერდზე ან მის ნებისმიერ სერვისზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ, ამავდროულად სისტემები არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელცი შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს ამგვარი ქმედებით.
  9. ვებ გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის: სავაჭრო ნიშნები, ლოგო/ები, დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, სკრიპტები, პროგრამები, და სხვა ობიექტები (შემდგომში „კონტენტი“) წარმოადგენს სისტემებისა და სხვა უფლებების მფლობელების საკუთრებას, ყველა უფლება ამ ობიექტებზე არის დაცული.
  10. წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა იკრძალება: კონტენტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება, სისტემების ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სისტემებმა ან უფლებათა მფლობელმა აშკარად გამოხატა თანხმობა ნებისმიერი პირის მიერ კონტენტის გამოყენებაზე;
  11. სისტემები არ ამოწმებს მესამე პირებს, მათ კონტენტსა და ვებ გვერდებს მათში განთავსებული ინფორმაციის სრულფასოვნებასა და უტყუარობაზე. სისტემები პასუხს არ აგებს მესამე პირების ვებ გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მესამე პირების ვებ გვერდზე გადასვლა განხორციელდა სისტემების ვებ გვერდზე არსებული ბმულით / კავშირით, ან მესამე პირების მიერ განთავსებული კონტენტის საშუალებით;
  12. ვებ გვერდი ან/ და მისი რომელიმე სერვისი/ები შესაძლოა გახდეს მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმიუწვდომელი სისტემების მიერ პროფილაქტიკური ღონისძიების გატარების ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური მიზეზით. სისტემებს აქვს უფლება გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე;
  13. სისტემები არ არის პასუხისმგებელი: შეცდომებზე; დაშვებებზე; დეფექტებზე; შეწყვეტებზე და დაყოვენებაზე მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემისას; გადამცემი ხაზების გაუმართაობაზე; მომხმარებლის მასალების მოპარვა, განადგურება და არასანქცირებულ წვდომაზე; სატელეფონო ქსელების ან სამსახურების, კომპიუტერული სისტემების, სერვერების, ან პროვაიდერების, კომპიუტერული ან სატელეფონო მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის, ელ. ფოსტის სერვისების ტექნიკურ გაუმართავობაზე ან სხვა სახის ტექნიკურ პრობლემებზე;
  14. სისტემები არ არის პასუხისმგებელი, თუ მიადგა ზიანი მომხმარებლის ან სხვა მესამე პირის კომპიუტერს (ან მის რომელიმე ნაწილს) ან მობილურ მოწყობილობას, მომხმარებლის მიერ ვებ გვერდიდან ან ვებ გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვისას.
  15. პირობებზე დათანხმება ანიჭებს სისტემას უფლებამოსილებას საქართველოს კანომდებლობით დაშვებულ ფარგლებში მიიღოს საჭირო ინფორმაცია რომელიც აუცილებელია მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებული სერვისების განსახორცილებლად.

გადაზიდვის შეკვეთის მიღება და პასუხისმგებლობა

  1. „სითი ექსპრესი”-ის მომსახურეობის შეკვეთისას „ტვირთის გამგზავნის“ სახით თავს აცხადებთ დაინტერესებულად - თქვენი სახელით თუ ნებისმიერი სხვა პირის სახელით - მითითებულ მისამართზე ტვირთის მიტანაზე და იძლევით თანხმობას მასზედ, რომ წინამდებარე პირობები მოქმედებენ ,,სითი ექსპრესი”-ის მიერ ტვირთის მიღების მომენტიდან.
  2. „სითი ექსპრესი“-ის მიერ გასაგზავნად მიიღება ნებისმიერი საგანი ან ნივთი, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
  3. „სითი ექსპრესი“-ის მიერ ტვირთი ჩაბარდება გამგზავნის მიერ ზედნადებზე მითითებულ მისამართზე, მისამართიდან-მისამართამდე პრინციპით.
  4. „სითი ექსპრესი“ მიიღებს აუცილებელ ყველა მასზე დამოკიდებულ ზომას ტვირთის მისამართზე მიტანისათვის, „სითი ექსპრესი“-ის პროცესუალური წესდების შესაბამისად.
  5. ამასთანავე „სითი ექსპრესი“ არ აგებს რაიმე სახის პასუხს ნებისმიერ ზიანზე ან ზარალზე, რომელიცშეიძლება გამოწვეულ იქნეს ტვირთის დაყოვნებით. „გამგზავნი“ პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს ქვემოთ მოცემულის არასწორი ან არასრულყოფილი წარდგენის შემთხვევაში:
    1. მიმღების ზუსტი დასახელება და ზუსტი მისამართი;
    2. ტვირთის სახეობის სახელწოდების ზუსტი მითითება და ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი შეფუთვის უზრუნველყოფა;
    3. ტვირთის ღირებულება და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნა.
  6. „სითი ექსპრესი“-ის პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრება ტვირთის საინვოისო ღირებულებით. თუკი“გამგზავნი“ ზემოთ აღნიშნული ანაზღაურების დადგენილ ზღვრებს არასაკმარისად ჩათვლის, მან დამოუკიდებლად უნდა დააზღვიოს ტვირთი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთზე ზარალის რისკი გადადის „გამგზავნზე“. ნებისმიერი სხვა სახის ზარალს (როგორიც არის პროცენტული ამონაგები, საქმიანი პერსპექტივა და სხვა სარგებელი), მიუხედავად იმისა, არის ეს ზარალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი, და/ან იმ შემთხვევაშიც კი, თუ „სითი ექსპრეს“-ს ეცნობა ზარალის შედეგად გამოწვეული ან მოსალოდნელი რისკის შესახებ ტვირთის მიღებამდე ან მიღების შემდეგ, „სითი ექსპრესი“ არ აანაზღაურებს, რადგან „გამგზავნი“ უფლებამოსილია თავად განახორციელოს განსაკუთრებული რისკების შედეგად გამოწვეული ზარალის დაზღვევა. დათქმულ ტარიფზე დანამატის გადახდის საფუძველზე, რომელიც განისაზღვრება მხარეთა მოლაპარაკების შედეგად, „გამგზავნს“ ყოველი კონკრეტულ შემთხვევისათვის შეუძლია ზედნადებში აღნიშნოს თავისი განსაკუთრებული დაინტერესება კონკრეტული გადაზიდვით. თუკი საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ყველა პრეტენზია ,,სითი ექსპრესი”-თან მიმართებაში უნდა გაცხადდეს წერილობითი ფორმით, „სითი ექსპრესი“-ის მიერ ტვირთის ჩაბარების დღესვე; ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – „სითი ექსპრესი“-ის მიერ ტვირთის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 7 (შვიდი) დღისა; წინააღმდეგ შემთხვევაში „სითი ექსპრესი“ პრეტენზიებზე პასუხს არ აგებს.
  7. გავეცანი და ვეთანხმები ზედნადებში მოცემულ ინფორმაციას, ზედნადებზე მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს, გზავნილის ადგილის რაოდენობების, შიგთავსის და მიმღების მონაცემების თაობაზე.
City Express

სითი ექსპრესი საკურიერო კომპანია, რომელიც იხარჯება თქვენთვის სტაბილური, გარანტირებული და სწრაფი მომსახურების მოსაწოდებლად.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ყოველდღიურად ასობით წერილი და ამანათი მიგვაქვს დანიშნულების ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

რ. აგლაძის. # 32
თბილისი, საქართველო

+995 32 2 158-158