ნაღდი ანგარიშსწორება

დაცული გადახდის მეთოდი

COD - თანხის შეგროვების სერვისი

თანხის შეგროვება ნაღდი ანგარიშსწორებით პროდუქციის ადრესატზე ჩაბარებისას.

COD სერვისით სარგებლობისას, სითი ექსპრესი მოქმედებს როგორც თქვენი აგენტი და ახდენს რეალიზებული პროდუქციის ღირებულების შეგროვებას. თანხის მოკრეფა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით, დამკვეთის მიერ გაცემული ჩგდ-ს (ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის) შესაბამისად. შემდგომ გარკვეული პერიოდულობით აგენტი დამკვეთს გადასცემს ჩგდ-ს ერთ პირს და შეგროვებულ თანხას. ამასთან, დამკვეთი აგენტს გადასცემს შეგროვილი თანხების დეტალურ რეესტრს rs.ge პორტალზე სავალდებულო რეგისტრაციისთვის.

ონლაინ პორტალი იძლევა შესაძლებლობას გზავნილის რეგისტრაციასთან ერთად მიუთითოთ თანხის შეგროვების მოთხოვნა.

COD Service

სერვისის მახასიათებლები

01.

გამოყენება არ საჭიროებს დამატებით პროგრამირებას ან რაიმე სახის ინტეგრაციას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად, ყოველგვარი ტექნიკური რესურსის გარეშე დაიწყოთ სერვისით სარგებლობა.

02.

ოპერაციების აღრიცხვისთვის გადმოგცემთ ონლაინ პორტალს სადაც შეძლებთ დაარეგისტრიროთ და აკონტროლოთ თქვენი გზავნილები, მიწოდების სტატუსი და შეგროვილი თანხის ოდენობა.

03.

ჩვენ თავიდან აგაცილებთ RS.ge პორტალზე ჩგდ-ს რეგისტრაციის რუტინულ პროცესს, ონლაინ პორტალის მეშვეობით მარტივად შეძლებთ ჩამოტვირთოთ სპეციალურად შედგენილი ცხრილი რომელსაც შემდგომ ცვლილებების გარეშე ატვირთავთ თქვენს RS.ge-ს ჩგდ-ს რეგისტრაციის მოდულში.

04.

დაცული გადახდის მეთოდი, ურისკო ოპერაცია თანხის გადახდის პროცესში. ნაღდი ანგარიშწორება არ საჭიროებს შემსყიდველის ბარათის ნომერს ან რაიმე სახის გასაღებს.

05.

თანხის მიღებას შეძლებთ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკით.

დაინტერესდით,

ჩვენთან თანამშრომლობით?

City Express

სითი ექსპრესი საკურიერო კომპანია, რომელიც იხარჯება თქვენთვის სტაბილური, გარანტირებული და სწრაფი მომსახურების მოსაწოდებლად.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ყოველდღიურად ასობით წერილი და ამანათი მიგვაქვს დანიშნულების ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

გ. ჭოხონელიძის ქ. # 9
0131, თბილისი, საქართველო

+995 32 2 158-158