თუ გაქვთ ინტერნეტ მაღაზია

თუ გაქვთ ინტერნეტ მაღაზია

ჩვენი სერვისების ერთობლიობა გაძლევთ შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი. ასევე თქვენთვის შემუშავებული სპეციალური ფუნქციების გამოყენებით შეძლებთ სრულად აკონტროლოთ გადაზიდვის პროცესი.

თქვენს სისტემასთან ინტეგრაცია

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ მონაცემების ხელით შეყვანა "სითი ექსპრესის" DIS (Data Integration Service) სისტემასთან თქვენი პროგრამის დაკავშირებით. ინტეგრაციის შედეგად შეძლებთ ყველა საჭირო პროცესის ავტომატიზაციას, დაზოგავთ დროს და თავს აარიდებთ ადამიანური ფაქტორებით გამოწვეულ შეცდომებს.

გზავნილების მართვის ონლაინ პროტალი

სრული კონტროლი სრულიად უფასოდ. ხილვადობა, მოქნილობა, ხელმისაწვდომობა და პორტაბელურობა. ჩვენი ვებ პორტალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ როდის, სად, რამდენი და ისიც კი თუ ვინ არის თქვენი გზავნილის უშუალო მიმღები. პორტალით სარგებლობა შეგეძლებათ ყოველგვარი ინსტალაციის გარეშე.

RS (შემოსავლების სამსახური) - სისტემასთან იტეგრაცია

გთავაზობთ კანონმდებლობით საჭირო სააღრიცხვო ვალდებულებების შესრულებაში ხელშეწყობას თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით. ჩვენს სისტემას აქვს უნიკალური შესაძლებლობა სწორედ აწარმოოს თქვენი კომპანიის სატრანსპორტო ზედნადებების მართვა.

მიწოდების შეწყვეტა

თქვენ, როგორც დამკვეთს, შეგიძლიათ შეაჩეროთ მიწოდების პროცესი სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენ შეგვიძლია: დაგიბრუნოთ გზავნილი; გადავამისამართოთ - მივიტანოთ ახალ მისამართზე; განმეორებით დავგეგმოთ მიტანა; გავაჩეროთ ტვირთი მოკითხვის რეჟიმში.

მომსახურების საფასურის გადახდა

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კალენდარული თვის განმავლობაში მოგემსახურებით ყოველგვარი წინასწარი გადახდის გარეშე. ყოველი ახალი თვის დადგომისას თქვენ გამოგეგზავნებათ წინა კალენდარული თვის ანგარიში.

შეტყობინების სერვისი

კომფორტული სერვისის მიწოდება საჭიროებს პროცესის გარკვეულ ეტაპზე მომხმარებლის ინფორმირებას. მოთხოვნის შემთხვევაში შეგვიძლია მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) ან/და ელ. ფოსტით(Email) ინფორმირება სასურველი სტატუსის დადგომის ეტაპზე.

RS(შემოსავლების სამსახური) - კონსულტაცია

ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ დახმარება პროცესების სწორად დაგეგმვაში. დამხმარე პროგრამის საშუალებით შეგიმსუბუქებთ შრომას და RS-ზე თქვენს მაგივრად მოვახდენთ ზედნადებების იმპორტირებას.

დაინტერესდით,

ჩვენთან თანამშრომლობით?

City Express

სითი ექსპრესი საკურიერო კომპანია, რომელიც იხარჯება თქვენთვის სტაბილური, გარანტირებული და სწრაფი მომსახურების მოსაწოდებლად.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ყოველდღიურად ასობით წერილი და ამანათი მიგვაქვს დანიშნულების ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

გ. ჭოხონელიძის ქ. # 9
0131, თბილისი, საქართველო

+995 32 2 158-158