თუ ხართ იურიდიული პირი

თუ ხართ იურიდიული პირი

სითი ექსპრესთან ურთიერთობა ბიზნესებისთვის ძალიან ადვილია. ჩვენი სერვისი გამორჩეული და კლიენტზე ორიენტირებულია. ჩაბარების ინტერვალი მოიცავს 12 საათიან სპექტრს - სწრაფი, 1 საათში ჩაბარების საღამოს სერვისამდე.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურებების მეშვეობით შეამცირებთ თქვნს საოპერაციო ხარჯებს, რაც საშუალებას მოგცემთ მეტი დრო დახარჯოთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე.

RS(შემოსავლების სამსახური) - კონსულტაცია

ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ დახმარება პროცესების სწორად დაგეგმვაში. დამხმარე პროგრამის საშუალებით შეგიმსუბუქებთ შრომას და RS-ზე თქვენს მაგივრად მოვახდენთ ზედნადებების იმპორტირებას.

თქვენზე მორგებული გადაწყვეტილება

თუ თქვენს ბიზნესს ესაჭიროება რეგულარული, წინასწარ გაწერილი პერიოდულობით გზავნილების შეგროვება ან მიწოდება, ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ თქვენი გზავნილების ზუსტი გეგმიური გადაზიდვა.

გზავნილების მართვის ონლაინ პროტალი

სრული კონტროლი სრულიად უფასოდ. ხილვადობა, მოქნილობა, ხელმისაწვდომობა და პორტაბელურობა. ჩვენი ვებ პორტალის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ როდის, სად, რამდენი და ისიც კი თუ ვინ არის თქვენი გზავნილის უშუალო მიმღები. პორტალით სარგებლობა შეგეძლებათ ყოველგვარი ინსტალაციის გარეშე.

RS (შემოსავლების სამსახური) - სისტემასთან იტეგრაცია

გთავაზობთ კანონმდებლობით საჭირო სააღრიცხვო ვალდებულებების შესრულებაში ხელშეწყობას თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით. ჩვენს სისტემას აქვს უნიკალური შესაძლებლობა სწორედ აწარმოოს თქვენი კომპანიის სატრანსპორტო ზედნადებების მართვა.

დაცული გადაზიდვის სერვისი

თუ თქვენს ბიზნესს ესაჭიროება დაცული გადაზიდვის სერვისი, ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ პლომბირებად ყუთებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა გვაქვს ვუზრუნველყოთ გზავნილის დალუქულ მდგომარეობაში ტრანსპორტირება.

მიწოდების შეწყვეტა

თქვენ, როგორც დამკვეთს, შეგიძლიათ შეაჩეროთ მიწოდების პროცესი სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენ შეგვიძლია: დაგიბრუნოთ გზავნილი; გადავამისამართოთ - მივიტანოთ ახალ მისამართზე; განმეორებით დავგეგმოთ მიტანა; გავაჩეროთ ტვირთი მოკითხვის რეჟიმში.

მომსახურების საფასურის გადახდა

ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კალენდარული თვის განმავლობაში მოგემსახურებით ყოველგვარი წინასწარი გადახდის გარეშე. ყოველი ახალი თვის დადგომისას თქვენ გამოგეგზავნებათ წინა კალენდარული თვის ანგარიში.

შეტყობინების სერვისი

კომფორტული სერვისის მიწოდება საჭიროებს პროცესის გარკვეულ ეტაპზე მომხმარებლის ინფორმირებას. მოთხოვნის შემთხვევაში შეგვიძლია მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) ან/და ელ. ფოსტით(Email) ინფორმირება სასურველი სტატუსის დადგომის ეტაპზე.

დაინტერესდით,

ჩვენთან თანამშრომლობით?

City Express

სითი ექსპრესი საკურიერო კომპანია, რომელიც იხარჯება თქვენთვის სტაბილური, გარანტირებული და სწრაფი მომსახურების მოსაწოდებლად.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ყოველდღიურად ასობით წერილი და ამანათი მიგვაქვს დანიშნულების ადგილზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

გ. ჭოხონელიძის ქ. # 9
0131, თბილისი, საქართველო

+995 32 2 158-158